„ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს ველნეს კურორტ სატუმრო „ბიოლმა“ უმასპინძლა
„ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს ველნეს კურორტ სატუმრო „ბიოლმა“ უმასპინძლა.
სტუდენტებმა კოჯრის ტყის უნიკალური კურორტის „ბიოლის“ ტერიტორია და ველნეს ცენტრი დაათვალიერეს, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ სხვადასხვა სახის ველნეს თერაპია, გამაჯანსაღებელი კონსულტაცია-დიაგნოსტკა და პროცედურები ჩაიტარონ.
სტუდენტები გაეცნენ კურორტის მუშაობის ველნეს პროგრამებს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანმელმა მაია აზმაიფარაშვილმა სასტუმრო „ბიოლის“ წარმომადგენელთან ერთად განიხილა უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის პრაქტიკის განხორციელებას ითვალისწინებს.