"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებმა ბერლინში, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმზე საკუთარი მოხსენებები წარადგინეს
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა - ანა ენუქიძემ და ჯანის ხანმა ბერლინში აკონის უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმზე საკუთარი მოხსენებები წარადგინეს.
სტუდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტში, რომელიც ბერლინში 13-15 ოქტომბერს გაიმართა.
პროექტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების მგზავრობის და სასტუმროში განთავსების ხარჯები გერმანული მხარის მიერ სრულად დაფინანსდა.