საინფორმაციო შეხვედრა “ევროპის კოლეჯში” სამაგისტრო საფეხურზე სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ

18 ოქტომბერს 15:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტში” ნატოლინის ევროპის კოლეჯის საერთაშორისო კომუნიკაციების ოფიცერი თათევიკ ჰოვჰანისიანი "ევროპის კოლეჯში" სამაგისტრო საფეხურზე სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იქნება დამამთავრებელი სემესტრის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით.

შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3YmAXvF

შეხვედრის ადგილი: "ევროპის უნივერსიტეტი", გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 409.

"ევროპის კოლეჯის" ბროშურა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: