„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე "სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის წესები და პროცედურები“ გაიმართება
15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე "სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის წესები და პროცედურები“ გაიმართება.
ლექციას საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში "აგვისტოს ომის" საქმეზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ლევან მესხორაძე გაუძღვება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით საჩივრების უმრავლესობა ხარვეზების გამო არ განიხილება.
საჯარო შეხვედრის ფარგლებში ლევან მესხორაძე განიხილავს კონკრეტულ წესებსა და პროცედურებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საჩივრის წარმატებულად წარსადგენად.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი (მის.: გურამიშვილის გამზირი 76), ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი (505 აუდიტორია).