დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის ესპანეთში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის ესპანეთის „სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში“ კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.
პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.
პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2025 წლის 17-21 თებერვალი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი.
- სწავლის საფეხური - დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-2 და მე-3 სემესტრის სტუდენტები.
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 14 ოქტომბრის 22:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 16 ოქტომბერს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 6 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს "ევროპის უნივერსიტეტი".