“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

9-10 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

საინფორმაციო სესიებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სამსახურის სპეციალისტები თინათინ ზაალიშვილი და ნინო კანდელაკი გაუძღვნენ.

სულ სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფორმატი გამოირჩეოდა ინტერაქციული ხასიათით. დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და შემდგომ პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

“ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტებს სთავაზობს Erasmus+ გაცვლით პროგრამებს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე.

გააზიარე გვერდი: