კონკურსი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკის გასავლელად
"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკის გასავლელად სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს.
პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას და ასევე, სამუშაო ვიზიტით ეწვიონ სხვა ევროპულ ინსტიტუტებს.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამართლის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერი კურსის სტუდენტს;
- სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და საკონკურსო კომიასთან გასაუბრების საფუძველზე;
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას მოწმდება სტუდენტის მიერ ინგლისური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია. გასაუბრება წარიმართება ინგლისურ ენაზე;
- ვიზიტის ხანგრძლივობაა 5 სამუშაო დღე, ვიზიტის პერიოდი - 2025 წლის თებერვალი.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი, რომლებსაც ავიაბილეთებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაუფინანსდებათ “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) უნდა გამოგზავნონ ელფოსტაზე strasbourg@eu.edu.ge არაუგვიანეს 18 ოქტომბრის 18:00 საათისა.
კომისიასთან გასაუბრების შესახებ მსურველებს ეცნობებათ ინდივიდუალურად.
გისურვებთ წარმატებებს!