“ევროპის უნივერსიტეტს” მალაგას უნივერსიტეტის პროფესორი ფრანცისკო მარტინი ეწვია

9 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტს” "ერაზმუს+" საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მალაგას უნივერსიტეტის პროფესორი ფრანცისკო მარტინი ეწვია.

პროფესორი მარტინი ლექციას "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკადემიური ნაშრომებში" გაუძღვა, რომელიც ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა და ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა.

ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ასევე, ათობით სტუდენტი დაესწრო.

საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს "ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.

გააზიარე გვერდი: