“ევროპის უნივერსიტეტს” პროფესორი რაუფ აბდული ესტუმრა
“ევროპის უნივერსიტეტს” ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი რაუფ აბდული ესტუმრა.
შეხვედრას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიები, რომლებიც ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს.
თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიზიარონ ევროპული პერსპექტივები და, ასევე, ხაზს უსვამს "ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.