ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი „კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის ფსიქოლოგია“ დაიწყო

„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის „კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის ფსიქოლოგია“ პირველი ლექცია გაიმართა.

კურსს "ევროპის უნივერსიტეტის" მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და სოციალური უნარების ტრენერი ცვატა ბერძენიშვილი უძღვება.

ცვატა ბერძენიშვილმა პირველ შეხვედრაზე სტუდენტებთან კომუნიკაციის ბარიერებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის მოდელის და იმ ბარიერების შესახებ, რომელთაც საუბრის პროცესში ვაწყდებით.

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კურსის ფარგლებში კიდევ ორი ლექცია გაიმართება, სადაც მონაწილეები გაეცნობიან სხეულის ენის წაკითხვის საკვანძო საკითხებს და ისწავლიან ეფექტიანი პრეზენტაციისთვის მომზადების და განხორციელების ძირითად პრინციპებს.

გააზიარე გვერდი: