“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ფრანცისკო მარტინის ლექცია გაიმართება
2024 წლის 9 ოქტომბერს, "ევროპის უნივერსიტეტს" პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანცისკო მარტინი ეწვევა.
პროფესორი "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ლექციას - "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკადემიური ნაშრომებში" წაიკითხავს.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის რაობა, მასთან მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მონეტიზაციის შესაძლებლობები და სხვა თემატური საკითხები.
ლექცია გაიმართება ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, 15:00-ზე, 702-ე აუდიტორიაში, თბილისი,, სარაჯიშვილის ქ. 17.