ალბერტა კოლეჯის (ლატვია) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი “ევროპის უნივერსიტეტს” ეწვია
3 ოქტომბერს ალბერტა კოლეჯის (ლატვია) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, ერაზმუს + ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტს” ეწვია.
შეხვედრას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი თინათინ ზაალიშვილი ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიები, რომლებიც ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენს.
თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიზიარონ ევროპული პერსპექტივები და, ასევე, ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.