საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ

„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრათა სერია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის შესახებ გაიმართება.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას არსებული შემოთავაზებების შესახებ, გაეცნობიან საკონკურსო პროცედურებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღებენ მათთვის სასურველ დამატებით ინფორმაციას. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია, რომ კონკურსში მონაწილეობის პროცესი სტუდენტებისათვის გახდეს მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი.

შეხვედრების განრიგი:

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის ქართულენოვანი სტუდენტებისთვის

ადგილმდებარეობა: დ. სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702

დრო: 9 ოქტომბერი, 11:00

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის

ადგილმდებარეობა: დ. სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702

დრო: 9 ოქტომბერი, 12:00

საინფორმაციო შეხვედრა სავეტერინარო მედიცინის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისთვის

ადგილმდებარეობა: დ. გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 409

დრო: 10 ოქტომბერი, 15:00

გთხოვთ, დასწრების მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის გამოყენებით.

გისურვებთ წარმატებებს და გელით საინფორმაციო შეხვედრაზე!

გააზიარე გვერდი: