„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

18-25 სექტემბერს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობდნენ, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა ფრენბურთის გუნდები.

ქალთა ჩემპიონატში EU ფრენბურთის გოგონათა ორი გუნდი მონაწილეობდა. „ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა პირველმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

გუნდის წევრები მარიამ მუყასაშვილი და ირინა ჭელიძე ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.

„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს გოგონათა ფრენბურთის გუნდს ამ წარმატებას.

გააზიარე გვერდი: