მაგისტრატურის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მეორე ნაკადის შედეგები ინგლისურ ენაში ცნობილია
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მეორე ნაკადის შედეგები ცნობილია.
აპლიკანტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე სახელისა და გვარის ინიციალების საშუალებით.
აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე (მისამართი: გურამიშვილის გამზირი 76) ოთახი №103, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება - 14:00 - 15:00 საათი).
აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში
- სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ბარათი