"ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები საბერძნეთში, საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებიან
"ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები - ნინო კანდელაკი და თინათინ ზაალიშვილი საბერძნეთში, პირეუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებიან.
ერთაშორისო კვირეულს მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და ამერიკის კონტინენტიდან.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას ინტერნაციონალიზაციის, განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.