ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა
20 სექტემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ემსახურებოდა 2024/2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია
- აკადემიური კალენდარი
- სალექციო პროცესი
- სტუდეტთა შეფასება
- კრედიტების აღიარება
- საგამოცდო პროცესი
- სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება
- აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობა და კვლევითიპროქტები
- სოციალური აქტივობები
შეხვედრის მონაწილეები ასევე უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს გაეცნენ.