“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები EAIE-ს ყოველწლიურ გამოფენაში მონაწილეობენ
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები EAIE-ს ყოველწლიურ გამოფენაში მონაწილეობენ, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში 17-20 სექტემბერს იმართება.
გამოფენაზე “ევროპის უნივერსიტეტს” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო პატარაია წარმოადგენენ.
მათი ჩართულობა ამ ღონისძიებაში, კიდევ უფრო აძლიერებს “ევროპის უნივერსიტეტს” საერთაშორისო ასპარეზზე, აუმჯობესებს განათლებისა და კვლევის ხარისხს და ქმნის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.