"ევროპის უნივერსიტეტსა" და "სეჩენის ისტვანის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "სეჩენის ისტვანის უნივერსიტეტს" (უნგრეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სეჩენის ისტვანის უნივერსიტეტი არა ერთ ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ფლობს და რეგიონის ერთ-ერთ წამყვან მულტიდისციპლინარულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ სეჩენის ისტვანის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს.

"ევროპის უნივერსიტეტი" და სეჩენის ისტვანის უნივერსიტეტი ასევე ითანამშრომლებენ პანონიას სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. 

პანონიის სტიპენდიის პროგრამა  უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საერთაშორისო პარტნიორობის დამყარების უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.

გააზიარე გვერდი: