"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები ComCom-ის მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებულ ტრენინგს დაესწრნენ

"ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და მოწვეულმა ლექტორმა ხატია ხერხეულიძემ კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ მედიაწიგნიერების საგნის სწავლების ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ორდღიან შეხვედრას მედიაწიგნიერების მკვლევარი და პროფესორი მარიკა სიხარულიძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერების და ინფორმაციული წიგნიერების კონცეფციების, სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების თავისებურებების, წყაროების ანალიზისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა.

"ევროპის უნივერსიტეტი“ და კომუნიკაციების კომისია გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უმაღლესი განათლების საფეხურზე მედიაწიგნიერების ინტეგრირებაზე მუშაობას აგრძელებენ.

გააზიარე გვერდი: