"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელები ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრებიან

"ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელები, სოფიო სამხარაძე და მარიკა ზურმუხტაშვილი, ქალაქ ლიუვენში (ბელგია) ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის - ADEE ყოველწლიურ შეხვედრას ესწრებიან.  

ასოციაციის შეხვედრაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სწავლებისა და შეფასების სისტემები განიხილება და კოლეგები ერთმანეთს საერთაშორისო მასშტაბით გამოცდილებას უზიარებენ. ღონისძიება ასევე მოიცავს სტომატოლოგიური განათლებისთვის აუცილებელი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენას.

"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სტომატოლოგიის ფაკულტეტების დეკანების და სკოლების ხელმძღვანელების დახურულ შეხვედრაში, რომელიც სტომატოლოგიური განათლების სამომავლო სტრატეგიების შემუშავებას ეძღვნება.

გააზიარე გვერდი: