„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტები ესტონეთში კლინიკურ სტაჟირებას გადიან

"ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკურ სტაჟირებას გადიან.

2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის 10 სტუდენტი „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაივლის.

სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.

გააზიარე გვერდი: