შიდა მობილობა ევროპის უნივერსიტეტში

“ევროპის უნივერსიტეტში” 2024 – 2025 სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა გამოცხადდა. 

მობილობა 2 სექტემბრიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

გაეცანით ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

ა) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III და V   სასწავლო სემესტრებზე;

ბ) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2 ვაკანტური ადგილი,  შიდა მობილობა გამოცხადებულია  I, III და V სასწავლო  სემესტრებზე; 

2. მედიცინის ფაკულტეტი:

ა) ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე, სწავლის საფასური შეადგენს 4500 ლარს;

ბ) მედიცინის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე, სწავლის საფასური შეადგენს 7700 ლარს.

გ) მედიცინის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე  საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის, სწავლის საფასური შეადგენს 7700 ლარს.

3.სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

ა) სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური შეადგენს 4500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში,  შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ბ) სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -  5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური შეადგენს 5600 ლარს,  შიდა მობილობა გამოცხადებულია  ყველა სასწავლო სემესტრზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი: