ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები

ევროპის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების საბაკალავრო  და ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.

ადმინიტრაციული რეგისტრაციის ვადები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო მედიცინის  ფაკულტეტების საბაკალავრო  და ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ადმინიტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1 სექტემბერი.
 

მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადად  განისაზღვრა 2024  წლის 26 აგვისტო.

აკადემიური  რეგისტრაციის ვადები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო მედიცინის  ფაკულტეტების საბაკალავრო და ინტეგრირებული საგანამანეთლო პროგრამების სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2024  წლის 16 სექტემბრიდან - 21 სექტემბრის  ჩათვლით.

​​​​​​​მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია  9 - 18  სექტემბერი, ხოლო  მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია  9 - 20  სექტემბერი.

გააზიარე გვერდი: