მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგები ცნობილია

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის 2024 წლის 26 ივნისის №23008 ბრძანებით მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადებული აკადემიური კონკურსის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან და ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე,  ღია კონკურსის შედეგად აკადემიური  და პროფესიული ნიშნით, როგორც საბაზისო ასევე კლინიკური მიმართულებებით შეირჩა შემდეგი პერსონალი:

1) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. ზოგადი ქირურგია - არჩილ ალადაშვილი, პროფესორის აკადემიური თნამდებობა;

ბ. პედიატრია - თამთა ივანაშვილი, პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

გ. ენდოკრინოლოგია - რამაზ ყურაშვილი, პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

დ. ოტორინოლარინგოლოგია - შორენა წიკლაური,  პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ე. ოტორინოლარინგოლოგია - ნატო ნაკუდაშვილი, პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ვ. კარდიოლოგია - ლალი გუჯეჯიანი, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ზ. რეაბილიტაცია - თამარ ჩილინგარიშვილი, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 

2) მედიცინის კლინიკური მიმართულება (პროფესიული ნიშნით) (ქართულენოვანი): 

ა. ინფექციური დაავადებები - მარინა ენდელაძე, პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

3) საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. ჰისტოლოგია - ლია გელაზონია, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ბ. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება - მაია მანწკავა, პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

გ. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება - გიორგი ლომიძე,  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

გააზიარე გვერდი: