ჟან მონეს საზაფხულო აკადემიაში “ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” რეგისტრაცია დასრულებულია
ჟან მონეს საზაფხულო აკადემიაში “ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” რეგისტრაცია დასრულებულია.
სულ მიღებულ იქნა 358 განაცხადი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ თემის მნიშვნელობასა და აქტუალობას.
დემოგრაფია და გეოგრაფიული გავრცელება: განმცხადებელთა უმეტესობა - 92% - არიან ქართველები, ხოლო დანარჩენი 7% შედგება უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ებრაელი მონაწილეებისგან. მათგან 95% გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო 5% - რეზიდენტები. განმცხადებლები წარმოდგენილნი არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც ცხადჰყოფს ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხებით ფართო დაინტერესებას, სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს შორის.
ასაკი და განათლება: მონაწილეები ასაკის მიხედვით კატეგორიზებულნი არიან შემდეგნაირად:
- 16-18 წელი: 52%
- 18-22 წელი: 30%
- 22-25 წელი: 6%
- 25+ წელი: 12%
ეს მონაწილეები მოიცავენ საშუალო სკოლის მოსწავლეებს, ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებიც ამჟამად არ სწავლობენ.
ცოდნის დონე: მონაწილეებმა თავად შეაფასეს თავიანთი წინარე ცოდნა ევროკავშირის შესახებ შემდეგნაირად:
- 66% შეაფასა თავისი ცოდნა, როგორც "კარგი"
- 17% შეაფასა, როგორც "დაბალი"
- 17% შეაფასა, როგორც "ძალიან კარგი"
ჟან მონეს საზაფხულო აკადემია 22 აგვისტოს დაიწყება და ყოველდღიური ლექციების რეჟიმში გაგრძელდება 26 აგვისტოს ჩათვლით. ლექციებს ქართველი და ევროპელი ექსპერტები ონლაინ ფორმატში გაუძღვებიან.
დასკვნითი ღონისძიება 5 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” გაიმართება, რაც მოიცავს გამოსვლებს, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიას. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.