სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (პროფესიული ნიშნით) - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაა (აკადემიური ნიშნით) - საქართველოს ისტორიის მიმართულებით;
ინგლისური ფილოლოგიის (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
- ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - სოციოლინგვისტიკის მიმართულებით;
- ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - ენათმეცნიერების მიმართულებით.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ე) სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სამართლის და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში);
შენიშვნა: ინგლისური ფილოლოგიის (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის სწავლების კუთხით საერთაშორისო სერტიფიკატ(ებ)ის მქონე კანდიდატს.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში).
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიმაგრებული ფაილების სახით);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ე) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 20 აგვისტოდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 21 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა;
- კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის 9 ოქტომბრისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171