"ევროპის უნივერსიტეტში“ ასოცირებული პროფესორის სალომე წურწუმიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

26 ივლისს ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში "ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სალომე წურწუმიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროფესორმა სალომე წურწუმიამ წიგნი "დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების პერსპექტივა ადმინისტრაციულ სამართალში“ "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოსცა.

წიგნის პრეზენტაციას დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ავტორმა მიმოიხილა წიგნის შინაარსი, რომელიც სტუმრებს საჩუქრად გადაეცა.

გააზიარე გვერდი: