"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბეზმიალემის ვაკიფის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბეზმიალემის ვაკიფის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების განხორციელებასა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბეზმიალემის ვაკიფის უნივერსიტეტი დარგში მოწინავე პროფესიონალების ჩართულობით უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, სწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

ამგვარი აქტივობები ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ინსტიტუციური ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

გააზიარე გვერდი: