“ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტ-პროფესორი სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში “ახალ უნივერსიტეტში” იმყოფებოდა
10-14 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის პროგრამის ასისტენტ-პროფესორი ანნა გვეტაძე, Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სლოვენიის “ახალ უნივერსიტეტს” ესტუმრა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, ფსიქოლოგიის პროგრამის ასისტენტ-პროფესორმა ანნა გვეტაძემ ჩაატარა ლექციები მედიაწიგნიერების შესახებ, სადაც მან დეზინფორმაციის გავლენაზე, მედიას მანიპულაციასა და მედიამესიჯების კრიტიკულ ანალიზზე ისაუბრა.
ლექციები მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და ფაკულტეტის წარმომადგენლების თანამედროვე მედიაგარემოში ნავიგაციისა და კრიტიკული ანალიზისთვის საჭირო უნარებით აღჭურვას.
ეს Erasmus+ პროექტი ხელს უწყობდა ღირებულ აკადემიურ თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას, მნიშვნელოვნად აძლიერებდა მონაწილეების ცნობიერებასა და შესაძლებლობებს მედიასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად.