ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის ესტონეთში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
"ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის:
- ანა ბაბაიანი
- ნია ჯიშკარიანი
- დინა გოშუანი
- დავით ხორნაული
- ნატალი ირემაშვილი
- ბექა კიკნაძე
- ლიანა მაისურაძე
- მარიამი ჭინჭარაული
- თინა ყაველაშვილი
- ირაკლი იაკობიშვილი
სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.
შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დააფინანსებს.