მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ორ ეტაპად, 15-26 ივლისს და 12-16 აგვისტოს, შეეძლებათ. 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.

კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ: 

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება რეგისტრაციისას ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე)*
  • ორი ფოტო 3x4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის  შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;

 
საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (15-26 ივლისი) რეგისტრირებულთათვის:

  • გამოცდა - 31 ივლისი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6-7 აგვისტო;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 8 აგვისტო.

საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (12-16 აგვისტო) რეგისტრირებულთათვის:

  • გამოცდა - 20 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 23 აგვისტო; 
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 23-26 აგვისტო;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 27 აგვისტო.

მისაღები  გამოცდის  ფორმად  განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171


"ევროპის უნივერსიტეტის" მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2024/25 სასწავლო წლისთვის 120 სრულად დაფინანსებული ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.

მიმართულებები:

  1. დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  2. დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
  3. დაწყებითი საფეხურის  (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  4. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;
  5. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
  6. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  7. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
  8. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  9. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
  10. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
  11. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.
გააზიარე გვერდი:

Hello World!