გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა

2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან „ევროპის უნივერსიტეტში“ მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა.

მობილობის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე (https://students.emis.ge/) რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (emis.ge) გვერდზე 2024 წლის 21 აგვისტოდან - 2024 წლის 9 სექტემბრის 18.00 საათამდე. 

„ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სწავლის საფასურთან დაკავშირებით სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს:
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობით გადმოსულ სტუდენტს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება. 
შენიშვნა: ყოველი მომდევნო სასწავლო სემესტრის დაფინანსების საკითხი განისაზღვრება წინა სემესტრის აკადემიური შედეგების შესაბამისად. დაფინანსებით სარგებლობისათვის დადგენილია შემდეგი პირობა: GPA არანაკლებ 85 ქულა (3.4).

„ევროპის უნივერსიტეტი“ შემოდგომის სემესტრისთვის მიღებას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:

სამართლის, ჰუმანიტარულ  და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი:

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  I, III, V  სასწავლო სემესტრებზე
  • არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - I სემესტრი - 3 ვაკანტური ადგილი, III სემესტრი - 5 ვაკანტური ადგილი

მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  -  22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  ყველა  სასწავლო სემესტრზე
  • ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო  პროგრამა - 22  ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  ყველა  სასწავლო  სემესტრზე

სტომატოლოგიის  ფაკულტეტი:

  • სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -   12 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე

სავეტერინარო მედიცინის  ფაკულტეტი:

  • ვეტერინარიის ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  I, III, V სასწავლო სემესტრებზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი :

  • ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V და  VII  სასწავლო სემესტრებზე
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V  სასწავლო სემესტრებზე
  • მენეჯმენტის სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სასწავლო სემესტრებზე

„ევროპის უნივერსიტეტში“ შემოდგომის სემესტრიდან მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის თითოეულ პროგრამაზე სწავლის საფასური განისაზღვრა შემდეგნაირად:

მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად,  შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 32 2000171 ან  მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.

გააზიარე გვერდი: