"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოცხადდა
"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება განხორციელდება ,,შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის'' შესაბამისად.
სტუდენტებმა დაფინანსების მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: info@eu.edu.ge
თითოეულ კვლევით პროექტზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ოქტომბერი, 18:00 საათი.