"ევროპის უნივერსიტეტში" ქალთა გაძლიერების კვირეული დაიწყო
"ევროპის უნივერსიტეტის" ხელოვნების კლუბის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ევროპის უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების კვირეული დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან ხელოვნების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სამკაულის დამზადება და მათი გამოყენება მცირე სამეწარმეო ბიზნესში, დაეუფლებიან თიხის ძერწვის ტექნიკებს და გაივლიან ხატვის თერაპიულ მასტერკლასს.
1 ივლისს პირველი მასტერკლასი სამკაულების დამზადებაში გაიმართა, რომელსაც მენტორობა "ევროპის უნივერსიტეტის" ხელოვნების კლუბის წევრებმა გაუწიეს.
ქალთა გაძლიერების კვირეული 3 ივლისს თიხის მასტერკლასით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო სხვადასხვა ნაკეთობები დაამზადეს მცირე ზომის სკულპტურების, სამკაულების შესანახების, ლარნაკების და სხვა ნივთების სახით.