3 ივლისს „ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართება

3 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, სასტუმრო ციტრუსის გენერალური მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპს ჩაატარებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შალვა ალავერდაშვილი ისაუბრებს სასტუმროს ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ოპერაციულ სამსახურებზე, სტუმრისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე, ფრონტ-ოფისის მენეჯერის საქმიანობაზე, სასტუმროს უსაფრთხოებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვორქშოპი გაიმართება „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსში, მისამართი: გურამიშვილის გამზირი N76, აუდიტორია 409

დრო: 3 ივლისი, 12:00 საათი

ვორქშოპზე დასწრება შეუძლია როგორც ტურიზმის, ასევე სხვა პროგრამის სტუდენტებსაც.

გააზიარე გვერდი:

Hello World!