"ევროპის უნივერსიტეტის" ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს "თრეველვეი ჯორჯიას“ წარმომადგენლები შეხვდნენ

28 ივნისს, "ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტსა“ და ტურისტულ კომპანია „თრეველვეი ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია „თრეველვეი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი წურწუმიამ მოაწერეს.

ირაკლი წურწუმია სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, კლიენტებთან ურთიერთობისას პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და დასაქმების პირობებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე ესაუბრა.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა კომპანიის დირექტორთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და კარიერული განვითარების გზაზე არსებული სირთულეები განიხილეს.

“Travelway“ სწრაფად მზარდი ტურისტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ეფექტიან, საიმედო და ხარისხიან ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!