"ევროპის უნივერსიტეტს“ გერმანიიდან "აკონის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ესტუმრა

27 ივნისს, "ევროპის უნივერსიტეტს“ გერმანიიდან პარტნიორი „აკონის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დათვალიერების შემდეგ, სტუმრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები და სასწავლო თუ კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"აკონის უნივერსიტეტის“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ტიმო ულრიხმა დღის ბოლოს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის გლობალური ჯანდაცვის თემაზე  საჯარო ლექცია ჩაატარა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!