“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა

26 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა.

კომპანია "არესემ საქართველოს" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თინათინ წითელაურს, "ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრის დაწყებამდე მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

შეხვედრის ფარგლებში, თინათინ წითელაურმა სტუდენტებს კომპანიის საქმიანობა გააცნო, ამასთან, პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა და დაინტერესებულ სტუდენტებს კომპანიაში ვიზიტი შესთავაზა. 

"არესემ საქართველო“ აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს წარმოადგენს. კომპანიის მიზანია, სიღრმისეულად გააანალიზოს  ბიზნესის თითოეული ასპექტი, რაც დროულად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ერთნაირად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომელიც ადგილობრივ ცოდნასა და გლობალურ ექსპერტიზას ეფუძნება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!