"ევროპის უნივერსიტეტის" ესპანელი პროფესორი სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებს ატარებს

"ევროპის უნივერსიტეტის" და "სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის" (ესპანეთი) მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე "ევროპის უნივერსიტეტში" მორიგი ვიზიტით იმყოფება.

24–28 ივნისის პერიოდში ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია/სემინარებს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი პროფესორი "ევროპის უნივერსიტეტს" რეგულარულად სტუმრობს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ განათლების საერთაშორისო მიდგომებს და თანამედროვე სწავლების მეთოდებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!