ღია კონკურსი სტომატოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევად
,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:
1) სტომატოლოგიის კლინიკური მიმართულება (ქართულენოვანი):
- თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
2) სტომატოლოგიის კლინიკური მიმართულება (ინგლისურენოვანი):
- თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება - ასისტენტი - 1 ვაკანსია
- ორთოდონტიის მიმართულება - ასისტენტი - 1 ვაკანსია
3) სტომატოლოგიის საბაზისო მიმართულება (ინგლისურენოვანი):
- ადამიანის ანატომიის მიმართულება - ასისტენტი - 1 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ საკონკურსო განაცხადში.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სტომატოლოგიური განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას );
ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
ლ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ლ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore, და სხვ.);
ლ.ვ) სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ენის ფლობის დადასტურება ასევე შესაძლებელია, უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით პროგრამის სწავლების ენის B2 დონის შესაბამისი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“;
ნ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
1. კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 26 ივნისიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 9 აგვისტოს;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 23 აგვისტოს;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 26 აგვისტოს;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 27 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171