"ევროპის უნივერსიტეტში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა
"ევროპის უნივერსიტეტში“ მონოგრაფიის - ,,კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში’’ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული მონოგრაფია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ ფარგლებში მომზადდა და ევროპის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით გამოიცა.
პრეზენტაცია, რომელსაც აკადემიური და მოწვეული პერსონალი ესწრებოდა, პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნათია ჯოჯუამ, გახსნა. რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას ავტორებმა პროფესორმა თინათინ გოგნაძემ, პროფესორმა ლარისა მელიამ და ლაშა დოლიძემ მონოგრაფიის შინაარსი და მისი მნიშვნელობა გააცნეს.
მონოგრაფიის თანაავტორები არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები დავით მალიძე, დავით ელგანდაშვილი, შორენა წიკლაური და მაია ჯაბუა.
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია განთავსებულია“ევროპის უნივერსიტეტის" ვებ-გვერდზე და ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზაში. ბეჭდური ვერსია გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას და დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს თბილისსა და რეგიონებში.