"ევროპის უნივერსიტეტს" პროფესორი მილას დოროთეა ეწვია

4 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტს” ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი მილას დოროთეა ეწვია.

პროფესორი ლექციას თემაზე "კულტურათაშორისი კომუნიკაცია“ გაუძღვა, რომელიც ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა და ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები და ასევე, ათობით სტუდენტი დაესწრო.

ყველა მონაწილეს გადაეცა დასწრების სერტიფიკატი.

საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს "ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!