„ევროპის უნივერსიტეტის“ პროფეროსერმა „კარაბუკის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგებისთვის ლექციათა სერიები ჩაატარეს
2024 წლის აპრილსა და მაისში "ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორებმა მარიკა ზურმუხტაშვილმა, თეიმურაზ ებანოიძემ და ქეთევან ჩიჩუამ „კარაბუკის უნივერსიტეტის“ (თურქეთი) სტომატოლოგებისთვის ლექციათა სერიებს გაუძღვნენ თემებზე: "Incisions types and flap designs used for surgical extraction of teeth”, "Challenges in Endodontics", "Management of non-cavitated carious lesions".
საპასუხოდ, „კარაბუკის უნივერსიტეტის“ პროფესორებმა ოჩლაი ოზდემირმა, ნესლიჰან ილმაზმა, თაჰირ კაჰრამანმა და ფათიჰ ქარაიურქემა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს თემებზე: "Nanotechnology in Endodontics, "Bioceramic Materials in Endodontics", "Nutrition and Oral Health", "Mucogingival Surgery Procedures".
ინიციატივის ფარგლებში, ჯამში 7 ლექციათა სერია გაიმართა, რომელსაც ასობით სტუდენტი დაესწრო.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.