ევროპის უნივერსიტეტში "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2024" გაიმართა

2024 წლის 11-17 ივნისის პერიოდში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2024" გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისათვის სხვადასხვა თემაზე სამუშაო შეხვედრები და სემინარები გაიმართა, რომლებსაც ევროპის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი უძღვებოდა. 

14 ივნისს სტუდენტებისთვის გაიმართა ფილმის ჩვენება. კვირეულის დასკვნით დღეს, 17 ივნისს, ფაკულტეტების ორგანიზებით, მოეწყო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. 

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა იყო.

კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!