"ევროპის უნივერსიტეტის" თანამშრომლები დაუგავპილსის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
"ევროპის უნივერსიტეტის" იურიდიული სამსახურის სპეციალისტი თამარ ციხიშვილი და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე, "ერაზმუს+" პროექტის ფარგლებში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში (ლატვია) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.
კვირეული დაუგავპილსში გაიმართა და დატვირთული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურული აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
"ევროპის უნივერსიტეტის" მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში ხაზს უსვამს მის ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, უნივერსიტეტი აგრძელებს ჰორიზონტის გაფართოებას.