"ევროპის უნივერსიტეტში" სემინარი თემაზე "ძაღლი ქავილით, საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები" გაიმართა
"საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ ეგიდით „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე: "ძაღლი ქავილით, საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები" გაიმართა.
დამსწრეებისთვის სემინარი პროფესორმა სვეტლანა ბელოვამ წაიკითხა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: "ქართულ ბაზარზე არსებული მედიკამენტები“, "კატა ქავილით: საფეხურებრივი დიაგნოსტიკა და მკურნალობის წესები“, რომელიც პროფესორმა ევგენია კონდრატევამ წაიკითხა.
შეხვედრის ბოლოს პროფესორებმა სტუდენტებს, რეალური ქეისები გაუზიარეს და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.