"ევროპის უნივერსიტეტი" საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობს

"ევროპის  უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველმა გოჩა თუთბერიძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ნინო პატარაიამ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანში გაიმართა.

აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული უახლესი გამოწვევების გაცნობისა და მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კონტაქტების დამყარების ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ღონისძიებას.

NAFSA 10,000-ზე მეტი წევრის და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და წამყვან ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობა დაიგეგმა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!