სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსის სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური ინიციატივების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის კომისიამ მიღებული განაცხადები განიხილა და 3 გამარჯვებული გამოავლინა.

დაფინანსებული პროექტები:

1. კლინიკური ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში

პროექტის ავტორი: ლუკა კრაწაშვილი

პროექტის მიზანი: საუნივერსიტეტო კლინიკაში კლინიკური ფოტოგრაფირების დანერგვა.

2. „დაიცავი გარემო და ერთმანეთის ჯანმრთელობა - VetEUcares-თან ერთად“

პროექტის ავტორები: ანა ბაბაიანი, კახა გლოველი, ანა წიკლაური , ზურა კოპაძე, მარიამ მეკოკიშვილი, ნატალი ირემაშვილი, ლუკა ქემერტელიძე, სალომე ჩიტაძე, გოდერძი მამუკელაშვილი

პროექტის მიზანი: ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაცია.

3. პოდკასტების სერია „ლამაზ ქალაქში“

პროექტის ავტორები: ნიკოლოზ ბუთლიაშვილი, ბექა გელდიაშვილი

პროექტის მიზანი: შეიქმნას სტუდენტური პოდკასტი, რომელიც გააერთიანებს ლიტერატურას, მუსიკას, კინოს, თეატრს და კიდევ მრავალ ხელოვნებასთან დაკავსირებულ მიმართულებას

გააზიარე გვერდი:

Hello World!