"ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის პერსონალი ERASMUS+CBHE პროექტის ფარგლებში პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ERASMUS+CBHE პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-10112933) ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის პერსონალი „პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტს“ სამუშაო ვიზიტით ეწვია.

პოლონეთში „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო სამხარაძე, ასისტენტ-პროფესორი მარიკა ზურმუხტაშვილი და მოწვეული ლექტორები მაია მუჯირი და თინათინ სვანიშვილი გაემგზავრნენ.

ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს მასპინძელი უნივერსიტეტის ინტეგრირებული სტომატოლოგიის, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და განსაკუთრებული საჭიროებების სტომატოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

პოლონელი კოლეგები “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებს უზიარებენ განსაკუთრებული საჭიროებების სტომატოლოგიის სწავლების თავისებურებებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!